Skip to main content

2 აგვისტო, ილიაობა (სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ანგელოზის დღე )

„აჰა, ესერა რამე კეთილ, რამე შუენიერ, არამედ დამკვიდრება ძმათა ერთად“…ვმადლობთ ღმერთს, რომ ღირსგვყო სერბი და ქართველი მართლმადიდებელი ხალხები, ერთად გვედიდებინა უფალი – წმ. ილია წინასწარმეტყველის ხსენების საზეიმო დღეს.

წმ. ილია წინასწარმეტყველი, რომელიც სხეულით იქნა ზეცად აღყვანილი, ეკლესიის სწავლებით – ღვთის ნებითა და განგებით, ბოლო ჟამს გამოჩნდება დედამიწაზე, რათა ამხილოს ბოროტება და ეწამოს ღვთის გულისათვის. ღმერთმა შეგვიწყალოს მისი ლოცვით.
მოგეხსენებათ, წირვა-ლოცვისას ეკლესია უფალს ავედრებს ეკლესიის წიაღში მყოფთა, მორწმუნეთა ცხოვრებას. ჩვენ ვითხოვთ, წყალობას, მადლს, ცოდვათა მიტევებას, კეთილ სიტყვისგებას საშინელი სამსჯავროს წინაშე და ა.შ. მაგრამ განსაკუთრებულია ჩვენი სათხოვარი ღვთისადმი, რომელიც მშვიდობასა და ერთობას შეეხება.

წირვა-ლოცვის თითქმის ყოველ ნაწილში ვთხოვთ უფალს მშვიდობასა და ერთობას, რადგანაც მშვიდობით და ერთობით იდიდება უფალი და მშვიდობაში და ერთობაში იკურთხება ერიც, მღვდლის მიერ წარმოთქმული სიტყვებით „მშვიდობა ყოველთა!“. უფლის დიდება, ჩვენს ღვთისმიერ, ძმურ ურთიერთობაში და სიყვარულში გამოიხატება. დღეს, სერბი და ქართველი მართლმადიდებელი ხალხები, ვევედრებით რა უფალს, კიდევ შევთხოვოთ მას ჩვენი ქვეყნების კეთილდღეობა, მშვიდობა და ერთობა, შევთხოვოთ ჩვენი სატკივარი, რომელიც მსგავსი გვაქვს ორივე ერს …

ამასთან, გვახსოვდეს უფლის შეგონება და ნუგეშიც… ,,ეძიებდით სასაუფეველსა ღმრთისასა, და ესე ყოველი შეგეძინოს თქუენ.“…და „ნუ გეშინინ, მცირესა მაგას სამწყსოსა, რამეთუ სათნო-იყო მამამან თქუენმან ზეცათამან მოცემად თქუენდა სასუფეველი.“…ასე რომ ნუ შევშინდებით მიწა თუ გვერთმევა, ზეცა გვეძლევა!!! არაფერი არ ხდება ღვთის დაშვების გარეშე, და ეს განსაცდელიც ალბათ, იმიტომ იქნა დაშვებული ჩვენზე, რომ ჩვენი სულიერი მიმართება და ღვთისაკენ სვლა გაგვემტკიცებინა… ღმერთმა ინებოს რომ სულ მალე, ჩვენ გვეზეიმოს ჩვენი ქვეყნების გამთლიანება, მშვიდობა და კეთილდღეობა!!!

დღეს არის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა და მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის, უწმინდესისა და უნეტარესის ი ლ ი ა მეორის ანგელოზის დღე.

რა შეიძლება შვილმა თქვას მშობელზე? თუ არა ის რომ უპირველეს ყოვლისა უსურვოს ჯანმრთელობა, დღეგრძელობა და სიხარული!!! 1977 წელს როდესაც ის აღსაყრდა საპატრიარქო ტახტზე, მძიმე მდგომარეობაში იყო ჩვენი ეკლესია, მცირე იყო მორწმუნეთა რაოდენობა, კომუნისტური რეჟიმი ბატონობდა მთელს ქვეყანაში და მიუხედავად ამისა, მან მოახერხა დამოწაფება და დაბრუნება ქართველი ხალხისა ეკლესიაში, სწორედ ეკლესიის წიაღში აღიზარდნენ, შემდგომში საქართველოს დამოუკიდებლობისათვის მრავალნი მებრძოლნი. მან მოდრიკა მაშინ სარწმუნოებისაკენ ბევრი ჩინოვნიკი კომუნისტიც, ზოგიერთი მათგანი, მას, საიდუმლოდ აბარებდა აღსარებას, ასე იწყებდნენ ახალ ეკლესიურ ცხოვრებას საქართველოში…

მან, ღვთის ძალითა და მადლით მოახერხა და ააღორძინა საეკლესიო და სამონასტრო ცხოვრება, მან გახსნა სასულიერო სასწავლებლები, მაშინ როდესაც ეს თითქმის წარმოუდგენელი იყო, იგი იყო და არის მშვიდობისმყოფელი ყველგან და ყველა საკითხში, რომელიც ადამიანთა და ერთა ურთიერთობებს შეეხება, მან პირველად საბჭოთა კავშირის არსებობის ისტორიაში მოთხოვა საბჭოთა კავშირის გენერალურ მდივანს გაეუქმებინა სიკვდილით დასჯა…

და თქვენი ნებართვით, ჩვენო მასპინძლებო, ჩვენო ძვირფასო სერბო ძმებო და დებო, მე მინდა ჩემი და კალიფორნიაში მცხოვრები ქართველი ხალხის სახელით, მივულოცო სრილიად საქართველოს კათოლოკოს პატრიარქს ი ლ ი ა მეორეს ანგელოზის დღე!!! ჭეშმარიტად, ბრწყინავს ნათელი თქვენი წინაშე კაცთა და ამისათვის ვადიდებთ მამასა თქვენსა ზეცათასა ყოვლადვე აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე… ამინ!!!

მინდა მადლობა გადაგიხადოთ ამერიკისა და კანადის ქართული სამრევლოების მმართველი მიტროპოლიტი დიმიტრის სახელით და პირადად ჩემი სახელით, თქვენი სტუმართმოყვარეობისათვის, სითბოსათვის და სიყვარულისათვის, რასაც თქვენ გამოხატავთ ქართველი მრევლის მიმართ… დიდი მადლობა მეუფე მაქსიმეს, მქონდა ბედნიერება გავცნობოდი მას პლატინის, წმ. ჰერმანე ალიასკელის სახელობის მონასტერში; ის არის მართლაც ბრწყინვალე პიროვნება!

და რა თქმა უნდა, დიდი მადლობა ჩემს სულიერ ძმას ქრისტეში, ჩვენს მამა ჯურიცას, რომელიც ასევე ბრწყინვალე პიროვნებაა ყველა ჩვენთაგანისათვის…

დღეს ასევე არის ჩვენი ერის, დიდი საზოგადო მოღვაწის და სულიერი მამის წმ. ილია მართლის ხსენება, რომლის ლოცვითა და მეოხებით ღმერთმა დაიცვას და დაიფაროს კეთილმორწმუნე ერი ჩვენი!!!

ღმერთმა ინებოს ჩვენი პატრიარქების და ჩვენი მეუფეების ლოცვით, მშვიდობით კეთილდღეობა და გამთლიანება ჩვენი ქვეყნებისა!!!
ამინ!!!

Iliaoba – day of St. Elia the Prophet (Day of angel of the Catholicos-Patriarch of All Georgia)

„Behold, how good and how pleasant it is for brethren to dwell together in unity!“thanks be to God! That he gave us, to Serbian and to Georgian people opportunity to Glorify the Lord together on the feast day of St. Elia the Prophet!

The prophet Elias, who was taken up alive to Heaven on a fiery chariot, According to the tradition of Holy Church, he will be a Fore Runner of the Terrible Second Coming of Christ upon the earth and during the time of preaching, he will unmask the evil and will endure bodily death for Christ. May he pray for us to the Lord!!!

As you know, our orthodox church is praying for our life. We ask to the Lord for mercy, for grace, for forgiveness of our sins, for good defense at the dread judgment of Christ and many other blessings, but most important place in our prayers has Peace and unity… almost in all parts of holy services we pray to The God for peace and for unity and God blesses us by the words of priests with peace in unity “Peace be unto all”…

God’s glory seems in our friendship, in our brotherly relations and in our love. And today when we are together, Serbian and Georgian Orthodox people, let us ask again to the Lord for our countries well being, Peace and unity… let us ask to the lord for our pain, since Both of our countries share a similar fate…

Also, let us remember God’s suggestions and comfort… “But rather seek ye the kingdom of God; and all these things shall be added unto you. Fear not, little flock; for it is your Father’s good pleasure to give you the kingdom.” So lets not be scared if the earth is taken away, because the heavens is given to us.

Nothing happens without the Lord’s will, and perhaps this peril was bestowed upon us to test our faith and to strengthen our spiritual path. May God will that we shall soon celebrate our countries’ unity, peace and prosperity.

Today is the Saint’s day of His Holiness and Beatitude Ilia II Catholicos Patriarch of All Georgia and Archbishop of Mtskheta and Tbilisi.

What can a child say about his parent? First of all to wish him health, longevity and happiness!!!

In the year 1977, when he was first given the title of Patriarch, our church was in a bad situation. The number of our parishioners was small and the Communist regime dominated the whole country. However, despite all these hardships, he was able to return the people back to the church and the future warriors of the independent Georgia grew up under him.

He also converted many Communist officials to Christianity, many of whom would say their confessions in secret. This is how new religious life was beginning in Georgia.

With God’s strength and mercy, he was able to regenerate religious and monastery life. He reopened ecclesiastic seminaries during the time when such a thing was unheard of. He was and is the peacemaker everywhere and in every matters between men and between people, he was the first person in the history of Soviet Union to ask the General secretary of the communist party to abolish the death penalty …

And with your permission, our dear hosts, our dear Serbian brothers and sisters, I would like to say a toast in the name of all Georgians living in California and also in your name to congratulate Catholicos Patriarch of All Georgia Ilia II!!! Truly, your spirit shines brilliantly before men and because of this we praise your father in Heaven both now and ever and unto the ages of ages…Amin!!!

I would like to thank you all in the name of Archbishop Dimitri and myself personally for the hospitality, the warmth and the love that you have shared towards the Georgian people. Many thanks to bishop Maxim, I had the pleasure of meeting him at the Saint Herman of Alaska Monastery in Platina. He is truly a brilliant person.

And of course, many thanks to my spiritual brother in Christ, our Father Jurica, who is also a brilliant person for all of us.

May God wish with the help of our patriarchs’ and our archbishops’ prayers, our countries’ prosperity and unification.

Amin!

ქრისტესმიერი სიყვარულით,მღვდელ-მონაზონი იოანე(კავსაძე).
სან ფრანცისკო, წმ. იოანე ნათლისმცემლის სერბული მართლმადიდებლური ტაძარი, 2 აგვისტო, კვირა, ილიაობა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ანგელოზის დღე.

Leave a Reply