ჩვენთან არს ღმერთი!

მაკურთხეველი ხელი

უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის ი ლ ი ა მეორის ლოცვა-კურთხევით, დაარსდა ამერიკისა და კანადის სამრევლოების მმართველობა, რომლის წინამძოლად დაინიშნა ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი. მეუფე დიმიტრის ლოცვა-კურთხევით, უკვე აღევლინა რამდენიმე წირვა-ლოცვა ქართულად, ლოს-ანჟელესსა და სან-ფრანცისკოში. მოგვეცა კურთხევა რათა სისტემატიურად აღევლინოს წირვა-ლოცვა ორივე ქალაქში, დაგეგმილია გაიხსნას ქართული მართლმადიდებელი ეკლესია ლოს-ანჟელესში... ამ ეტაპზე ვიმყოფებით საქირავებელი ფართის მოძიების პროცესში. პარალელურად, ვმუშაობთ სან ფრანცისკოში ეკლესიის გახსნის საკითხებზე. შემოწირულობებისათვის გახსნილია ბანკში ორი ანგარიში:(იხ.გვ. კონტაქტი)

ღმერთმა დალოცოს და გაახაროს,

ნაყოფისშემომწირველნი და კეთლისმყოფელნი წმიდისა და ყოვლადპატიოსნისა ჩვენისა ტაძრისა! ამინ!